Posts

Showing posts from 2015

13 საინტერესო ფსიქოლოგიური დასკვნა

Image
1.       თქვენ უფრო ბედნიერი ხართ, როცა გაქვთ ბევრი საქმე; 2.       დაღლილობისას თქვენ უფრო გულწრფელი ხართ; 3.       თუ ვინმეს 20 წამით მაინც ჩაეხუტებით, მისადმი მეტი ნდობა გექნებათ; 4.       უმეტესობა თქვენგანში ტელეფონის დაკარგვა და სიკვდილის მოახლოების შიში უმეტეს შემთხვევაში თანაბარი ძალისაა; 5.       უფრო ლოგიკური ხართ უცხო ენაზე საუბრისას; 6.       თქვენი გონება ოცნებობს/ ფიქრობს ცხოვრების დროის 30% განმავლობაში; 7.       პროგრესის ილუზიასაც შეუძლია თქვენი მოტივირება; 8.       თქვენ შეგიძლიათ ყველაზე მაქსიმუმ 150 ადამიანთან იყოთ ახლოს/მეგობრობდეთ; 9.       მოგონებები ერთმანეთში ირევა დრო და დრო. ყოველ თქვენგანს  1-რამ მაინც სრულიად არასწორად ახსოვს; 10.    ყველაზე ხშირად დაბალი თვით-შეფასების ადამიანები  ჩხუბობენ/კამათობენ; 11.   ადამიანებს შორის დიალოგის 80% წუწუნია; 12.   ვინც მოხალისეობრივ პროექტებში მონაწილეობენ უფრო ბედნიერები არიან; 13.   ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისათვის, ვიდრე სპორტული ვარჯიში.

რას ნიშნავს პირადი?! სად უნდა მოაკეტინოთ ხალხს?!

Image
  ერთ-ერთი  ან ერთადერთი  ეს ის ქვეყანაა, სადაც სულ ელემენტარული ბანკომატიდან თანხა რომ გამოგაქვს, თავზე ათი კაცი გადგას.  ინფორმაცია, რომელიც ერთი მხრივ სრულიად კონფიდენციალურია, ეს სულ არ აინტერესებს თქვენს უკან მდგომ პირს. რა აინტერესებს? აინტერესებს რამდენი გაქვს ხელფასი, სად ხარ, რას შვები, ვისთან ერთად ხარ, როდის თხოვდები/ცოლი არ მოგყავს, არ თხოვდები/როდის ვქეიფობთ, სად იყავი, სად მიდიხარ?! აინტერესებს ყველაფერი, გარდა იმისა, თუ რას ნიშნავს თქვენი პირადული ინფორმაცია და სად უნდა გაჩერდეს რიგითი მოქალაქე.    აქ მარტო  რომ შეხვიდეთ რესტორანში/ბარში/“კაფეში“ (რაც სრულიად ნორმალურია ევროპაში)  ატყდება აჟიოტაში, თქვენზე დაიწყება გამოძიება,  შეგიცოდებენ ან დაგკითხავენ.  სეირნობ და თავად რომ არ იცი, რომელ ქუჩაზე ხარ, მეორე დღეს შეიძლება „ნაცნობმა“ გითხრათ სად გნახათ.  მეგობარი და ბიჭი,  ეს ორი-როგორ ესმით  სხვა სამყაროა და  თუ ვინმესთან  ერთად ხართ რომ გილოცავენ „გაბედნიერებას“, იქამდე ვითომ უბედური იყავი, ეს კიდევ,  მეორე თემაა.    ზოგჯერ, აი სულაც მილიონში ერთხელ, შეიძლება გ

პოზიტიურობა გადამდებია!

Image
  ძალიან ხშირად ვხედავ სოციალურ ქსელში სტატუსებს, სადაც წუხილს გამოთქვამს საზოგადოების ნაწილი, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები პოზიტიური ამბავი ესმის.  მე მჯერა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დადებითი გვაქვს ერთმანეთისადმი სათქმელი და რომ ეს თბილი მუხტი, რომელსაც შევქმნით უნდა გავაზიაროთ, გავავრცელოთ მთელი საქართველოს მასშტაბით!   ჩემი მხრივ, როდესაც ვხედავ პრობლემას საკუთარ თავს ვეკითხები: რითი შეგიძლია გადაჭრა ეს საკითხი ან შეიტანო წვლილი ამის მოსაგვარებლად?! რა თქმა უნდა ბევრი რამ აღემატება ჩემ ძალებს, მაგრამ ერთიანი ძალებით მჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია!   ამჟამად, გთავაზობთ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ 7 დეკემბერი , ორშაბათი დღე-პოზიტიურობის დღესასწაულად!  თქვენში ხომ ამდენი სიკეთეა და ამდენი დადებითი, გააზიარეთ, დაწერეთ, გაავრცელეთ! (იხ.სოც.ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიება  „ პოზიტიური სიტყვების კამპანია 2015 “)    ჩემი მხრივ 7 დეკემბერს, მინიმუმ მოვივლი ყველა იმ სერვის დაწესებულებას, სადაც დადებითად მემსახურებიან თანამშრომლები და მივუტან მათ შოკოლადებს, ვეტყვი გულწრფელ მად

„ არ მოგწონს? წადი!"

Image
უკვე მერამდენედ მესმის ჩემი ნაცნობებისგან, ზოგჯერ მეგობრებისგან, რომ როცა სურთ სამსახურში შეცვალონ მენეჯმენტის არასამართლიანი დამოკიდებულება - პასუხს იღებენ: „არ მოგწონს? წადი!“ მინდა ამ მცირე ჩანაწერში თქვენი ნებართვით   მეგობრებო, ამ თემას შევეხო.        მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მწვავე ეკონომიკური მდგომარეობაა, მძიმე სამუშაო პირობებია და ფონი; რთულია ამ ქვეყანაში ცხოვრობდე და არ ცოცხლობდე ან არსებობდე...ამის მიუხედავად იქნებ მაინც დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა როგორ მოვიქცეთ, როცა მენეჯმენტი ამ დამოკიდებულებითაა თქვენდამი?! შევეცდები ჩემი რიგითი ახალგაზრდის ხედვა გაგიზიაროთ...     ერთი მხრივ ვინ ვარ ერთპიროვნული პასუხი გაგცეთ, მაგრამ მგონია... არ გაფასებენ, როგორი მოსიარულე ღირებულება ხართ! ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი 3-ნიშნა რიცხვით არ უყიდიათ აქამდე თქვენი ერთგულება, არამედ თქვენ ხართ ის პატიოსანი თანამშრომელი, რომელიც მოთმინებით, შეუპოვრად ელოდა 1 დადებით სიტყვას, ერთ ღიმილიან „გამარჯობას“, ერთ „მადლობას“, ერთ „ ყოჩაღს“ ან თუნდაც ერთ პრემიას!     იქნებ სადღაცას თქვე

ეს შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

Image
   მე, რომ არ შემთხვეოდა ეს ამბავი, ალბათ ჯერ ვერ დავიჯერებდი და მერე კი გულიანად ვიცინებდი. ამ მერე-ს გიძღვნით თქვენ.    ტაქსი გავაჩერე რუსთაველიდან-მეიდანზე მიყვანის თანხაზე შევუთანხმდი, მძღოლის მხრიდან პასუხი: „რა პრობლემაა“. დავჯექი;   ასე, 2-3 წუთი გავიდა; მანქანაში კმ-თანხის აპარატზე თავიდანვე 1.5ლარამდე ეწერა და თვლას აგრძელებდა; -გოგონა მანქანა მყავს სვიჩოკზე და 2.9 -ლარს, რომ აცდება გავაჩერებ, თითქოს ჩახვედით, რომ იფიქროს მანქანამ და მერე სხვანაირად უნდა დაჯდეთ. -ბატონო? -ხო, ჯერ შუაში უნდა დაჯდე სენსორებზეა ადგილები; მერე აი, მაიცა გაჩვენებ;   შუქნიშანზე წითელზე გააჩერა, უცებ თავის სკამზე ხვანცალი დაიწყო.  სხეულით ძვლივს წამოიწია, მარცხენა ხელი სკამს დააყრდნო და მერე ტანი უცებ ჰაერში აწია;   ესეიგი შუაში დაჯდომა, ტანი ჰაერში და ცალ ხელზე დადგომა.  რა აკრობატი დაკარგა საქართველომ?!   იოგა თავიდანვე არ იყო ჩემი ამპლუა სხვა ვითომ რომ არაფერი, გავოგნდი. შემომხედა და აგრძელებს: -რა იყო?! ჩემი ცოლი სულ ასე დამყავს; ეგრე დაჯექი და გორამდე ჩაგ

თქვენთან მადლობა დამაბარეს! (მიმართვა საზოგადოებას და კომპანიებს)

Image
   09:20 წუთზე რადიო 103.9 პალიტრას  ეთერში გავედით, თემაზე: სიბერეც-სიხარულია! ჩემი და ელენეს ნომერი გამოვაცხადე, დასაკონტაქტებლად.    12:15ზე ჩემს ტელეფონში ქალაქის ნომრიდან შემოდის ზარი. ქალბატონო თამარ- მომმართავს ხმით უფროსი ასაკის ქალბატონი: -თქვენ გაიხარეთ, რომ ჩვენს გახარებას ცდილობთ! ძალიან მინდა თქვენს ღონისძიებაზე, ჩამწერეთ რა თუ შეიძლება -დიახ, რა თქმა უნდა! როგორ მოგმართოთ? -მარო, მარიკა (გვარს სპეც. არ ვასახელებ) -კი ბატონო ქალბატონო მარიკა! -ქალბატონო თამარ, პატარა გოგოს ხმა გაქვთ! რა კარგი თაობა ხართ! გთხოვ, ზუსტი მისამართი მითხარი; - საჯარო.ბიბლ. ეროვნ. საგამოფ.დარბაზი.... ლადო გუდიაშვილის ქუჩაზეა (ნომერი ვერ გავიხსენე) -ნომერი? -ნომერს ვნახავ ზუსტად და დაგირეკავთ 5 წუთშივე! -არ მომატყუო გეხვეწები, ძალიან მინდა ამ ღონისძიებაზე! -არა, გპირდებით! -გთხოვ, ოღონდაც არ მომატყუო.    დიდხანს ვარწმუნებდი, რომ არ მოვატყუებდი, ერთმანეთს 31 მაისს შევხდებოდით და ჩავეხუტებოდით!  (რა ვიცით... იქნებ რამდენი იმედგაცრუება, ტყუილი იდგა მისი წლების უკან)    

უმადური პროფესია

Image
   პოლონეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორის ამოსვლა ნიშნავდა: ბილეთს ვეღარ შეიძენ, დაბლოკილია აპარატი; ხმის ამოუღებლად შენ გიწერენ 500 ზლოტიან ჯარიმას ანუ 100 ევროზე მეტს;    არ მახსენდება არანაირი შეწინააღმდეგება. მადლობა-ბოდიშებით მიდის დიალოგი;    საქართველოში რამდენჯერმე მომიწია სულ ავტობუსით მგზავრობა-ერთი არ შეუგინებიათ, თორემ „გთხოვთ, შეიძინეთ“ ბილეთზე- მგზავრები ისე იბღვირებიან, თითქოს რაიმე არალეგალურს ითხოვს კონტროლიორი.      მე მესმის, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფონი, თუმცა ხმის ტემბრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ასევე,მოვალეობის შემსრულებელზე  „შურისძიება“ ცოტათი არა ადექვატური მგონია. მას უწევს თავისი საქმის კეთდება და დიახ, ის უნდა ემსახუროს სახელმწიფოს პირნათლად.    ვაღიარებ, ზოგიერთი კონტროლიორიც უშვებს შეცდომას თავისი სიხისტით და უხეშობით, თუმცა ამაზე არა ერთხელ მომისმენია; მე მათ დადებითზე, მედლის მეორე მხარეზე, მინდა მოგიყვეთ.   წვიმაში, ქარში, ავტობუსიდან-ავსტობუსში, ხან ფეხზე, ხან ჭყლეტვაში და რაც მთავარია უსასრულო ლანძღვაში გატარებული

რა ფერია თავისუფლება?

Image
                                 თავისუფლება...ჩემთვის მწვანეა,  ოღონდ როცა გსურს შენობის და როცა გსურს ბუნების ფერი.   ჩემი აზრით თავისუფალი ხარ, როცა: შენ აკეთებ არჩევანს დასვენებასა და სამსახურს შორის. შენ ირჩევ რისი გაკეთება გსურს და რა გამოგდის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო 24 საათი, მაგრამ მთავარია   შენ გადაწყვიტე ასე! შენ წყვეტ როდის შექმნა ოჯახი, ვისთან ერთად, როდის და როგორ გაზარდო შვილი და არ მოექცე სხვისი ინტერესის, სტერეოტიპების, შეხედულებების ქვეშ!   შენ წყვეტ როგორ გაატარო შენი ცხოვრება და ის სხვისი გამოფენა-გაყიდვის საგანს არ წარმოადგენს.       არაა თავისუფლება    შენი ძაღლი შეახტეს უცხოს და იქით იბღვირო: „ვაიმე რამ შეგაშინათ, არაფერს დაგიშავებთ“ ან მოასაქმებინო სადაც გინდა, ისე რომ ამაყად გეჭიროს თავი.     მანქანა „დააპარკირო“ იქ სადაც შენ მიიჩნევ საჭიროდ. დაარღვიო კანონები შენი „ VIP” -ობის გამო.   გადაჭრა გზა სადაც გინდა,  ხელების ქნევით, თითქოს შენს წინაშე ყველა ვალშია.  მოემსახურო სხვას, ისე თითქოს მეფეობიდან ან დედოფლობიდან გუშინ ჩამოგაქვეი

ჩემი ბრალია!

Image
    ადამიანები დიდ დროს ვხარჯავთ გარემო-პირობების დადანაშაულებაზე; არანაკლებ ენერგიას ვფლანგავთ ახსნა-განმარტებებზე, თუ რამ შეგვიშალა ხელი  -წარმატების მიღწევაში; მაგრამ ძალიან ცოტა რესურს ვიყენებთ თვით-განვითარებისათვის;    ჩვენ, როდესაც ვადანაშაულებთ სხვებს და ვამართლებთ საკუთარ თავს, ეს გვართმევს წინსვლის შესაძლებლობას.   მე მაშინ შევწყვიტე სიცოცხლე და დავიწყე ცხოვრება, როდესაც ვთქვი: ჩემი ბრალია და ამ დღიდან გამიჩნდა რწმენა, რადგან ჩემი ბრალია-ესეიგი მე შემიძლია შევცვალო, გავაუმჯობესო, მე ვიმოქმედო! ეს ის პირველი პირობაა, რომელმაც მაპოვნინა სამსახურები ყველანაირი ნაცნობობის გარეშე, შემაძლებინა დამეწყო რამდენჯერმე ისევ 0-იდან; წამოვმდგარიყავი, მაშინ როცა მტკიოდა.   ალბათ, იყო პერიოდი როცა მეგონა ჩემს მაგივრად ვინმეს უნდა ესწავლა, ეპოვა სამსახური, გავეშვი სამოგზაუროდ, მუდამ დამხმარებოდა! არაფერი გამოვიდა, ვერავინ გააკეთებს რაიმეს ჩემს ნაცვლად, სანამ მე არ დავიწყებ მოქმედებას!    ალბათ, იქნება პერიოდი როცა ძალიან რთული იქნება თქვა „ჩემი ბრალია“, როცა ეს ადამიანებთან ურთიერ

მე, რომ მცოდნოდა

Image
ქუჩაში მივდიოდით, ბებიის სახლს ჩავუარეთ. -ამ კორპუსში ბებიაჩემი ცხოვრობს; -ადი მერე, ნახე! -ვაგვიანებთ -ახლა თუ არ ახვალ, ინანებ. მე, რომ ბებია მყავდეს...  მხრები ავიჩეჩე და გზა გავაგრძელეთ სამსახურისკენ. ***     398 დღე ჩემი ყველაზე ყურადღებიანი და უდიდესი გულშემატკივრის გარეშე. მე, რომ მცოდნოდა: თურმე ყველაფერი მოიცდიდა შენი ნახვის გარდა! მე, რომ მცოდნოდა, რომ თურმე არაფერი მცოდნია, ჩემი ცხოვრების პრიორიტეტების შესახებ. *** მე მაქვს 100-ზე მეტი „ Selfie “ გადაღებული სხვებთან ერთად, არცერთი შენთან! დაგყავდი ყველგან ბავშვობაში, მე „დიდობაში“ სხვებთან ერთად დავდიოდი. შენ მე ბავშვობაში ასჯერ მიმეორებდი, ასჯერ მიხსნიდი და მე შენს მეორე კითხვაზე -ხომ მკითხე?!-ს გპასუხობდი. ერთხელ მითხარი: „მაპატიე, რომ ამდენ კითხვას გისვამ, უბრალოდ მე შენს შესახებ ყველაფერი მაინტერესებს“- მე რომ მცოდნოდა, შენს შემდეგ ასე ჩემით აღარავინ დაინტერესდებოდა... 16 წლამდე ტელეფონის აღებას ვერავინ მასწრებდა. 16 წლიდან თურმე მხოლოდ იმიტომ ვპასუხობდი, რომ შენი ნომერი იწერებოდა. 3

მეტი სიმართლე!

Image
            ცხოვრებაში 2 მთავარი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ  ზუსტად თქვენ და არავის სხვას, თქვენს ნაცვლად. #1 თქვენი პროფესია (კარიერა)= ვინ გსურს იყო?! #2 თქვენი მეორე ნახევარი =ვისთან გსურს იყო?!   ალბათ, საკითხავია ეს მიმდევრობა შემთხვევითია თუ სპეციალურად ავარჩიე?! შემთხვევით, არაფერი ხდება ცხოვრებაში და არც ეს წყობაა გამონაკლისი.        საზოგადოების ნაწილს, ადამიანის #1 და ზოგჯერ სრულ დანიშნულებად- გამრავლება, მეორე ნახევარი მიაჩნია; მე იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომელიც თვით-რეალიზებას უმაღლეს საფეხურად მიიჩნევს და მის შემადგენელ ნაწილად-მისი შთამომავლობის გაგრძელებას. ამბობენ, ჯერ შენ უნდა შედგე პიროვნებად, რომ გაზარდო შენგან შობილი დიდი ადამიანი.   შენი სამსახურიდან მოდის შენი მიტანილი განწყობა სახლში, საკვებზე მეტად რომელიც კვებავს შენს გარშემო ადამიანებს.  მწარეა თუ ტკბილი თქვენი ნუგბარი?! რითია სავსე თქვენი დღის ემოცია?!  იქნებ ლანგარზე ოთხი კედელი დევს?!   ჩვენ გვეკითხებიან: „რამდენი გვაქვს ხელფასი?!“,  გვიზომავენ საქმის მნიშვნელობას ხელფასით, მაგრამ

როგორ გინდა დაამახსოვროთ თავი ხალხს?

Image
    დაახლოებით 100 წლის წინ, როდესაც ერთმა კაცმა გაზეთი გადაშალა და  კითხვა დაიწყო, ამოიკითხა მისი სახელი და გვარი გარდაცვლილთა სვეტში. ჟურნალისტს შეეშალა, რადგან მომხდარი მის ძმას ეხებოდა.       კაცი გონს, რომ მოეგო დააინტერესა რას წერდა მასზე საზოგადოება, როგორ იხსენებდნენ -დინამიტის გამომგონებელს, ქიმიკოსს, ინჟინერს. სტატია იტყობინებოდა: „დინამიტის შემქმნელი მეფე გარდაიცვალა!“’ ასევე მოხსენიებული იყო: „სიკვდილის ვაჭარი...“ „პიროვნებამ, რომელმაც შექმნა ყველაზე სწრაფი სიკვიდილის იარაღი...“ „ასე მომიგონებდნენ?!“ მან ზუსტად იცოდა, რომ არ სურდა ეს! იმდენად შეძრა მომხდარმა ფაქტმა, რომ გადაწყვიტა შეეცვალა მისი და სხვების ცხოვრება! იმ დღიდან, მან დაიწყო მუშაობა მშვიდობის დარგში! მისი სახელი იყო ალფრედ ნობელი, რომელიც დღეს ნობელის პრიზითაა ცნობილი. მან შეცვალა მისი ღირებულებები, საქმიანობა და ხედვა ცხოვრებისადმი.   როგორ გინდა დაამახსოვროთ თავი ხალხს?   რამდენად ღირებულია თქვენი ის საქმე, რასაც აკეთებთ ახლა?   რას იტყოდნენ თქვენზე კარგს?    არასდროსაა გვიანი შეცვალო შენი ც

რას ვურჩევდი ჩემს თავს 10 წლის წინ

Image
იცინე ხმამაღლა და გულიანად, ვინც გეტყვის რომ ეს უკულტურობაა არაუშავს, მას სიცილის კულტურა არ აქვს! არ იდარდო დეტალებზე! ყველაფერი დეტალია, გარდა ადამიანების ჯანმრთელობისა! არ აქვს მნიშვნელობა რამხელა მიზანი გაქვს, ის მაინც პატარაა. ნუ დაელოდები გრანდიოზულ მოვლენებს, მიმოიხედე გარშემო უამრავ მიზეზს იპოვი ბედნიერებისათვის! არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, მთავარია როგორ ხარ! შენი პროფესიაც შენი მეორენახევარია, კარგად დაფიქრდი რისი კეთება გეყვარება ყველაზე მეტად და ზოგჯერ უსასყიდლოდაც კი. გიყვარდეს შენი სამსახური ყოველდღე, რადგან შენი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს აქ გაატარებ! ნუ დაკარგავ დროს, დრო ყველაფერია! ყველასთან უნდა შეგეძლოს გემრიელი „გამარჯობის“ თქმა! არავის ატკინო ისე გული, რომ ეს ვერ შეძლო. მადლობა და ბოდიში- შენს სისუსტეზე არა, შენს სიძლიერეზე მეტყველებს! 10 წლის წინ, თქვენ რას ურჩევდით საკუთარ თავს?

ჩვენი ერის გუნდურობა მანქანის ტარების დროს!

Image
       ჩვენი ერის გუნდურობა კარგად ჩანს მანქანის ტარების კულტურაში. იქამდე, სანამ სასწრაფოს და სახანძროს მანქანა საცობში იდგება და მას არავინ დაუთმობს გზას პირადი ინტერესების გამო, იქამდე ვერ გავიგებთ რა არის ჩვენი ერის პრიორიტეტი!    სანამ „წესები“ -წესებისთვისაა და რაც აკრძალული არაა -ნებადართულია -ჩვენ წინ ვერ წავალთ.      იქ, სადაც „ VIP “ - მანქანებს,  ჩვეულებრივი მოკვდავებივით დგომა არ შეუძლიათ და 2 ზოლიან გზაზე-ალბათ, „მესამეზე უნდა ახვიდე“, მაგრამ გაატარო.   იქ, სადაც 2 სანტიმეტრით წინ გადასწრების გამო, მოძრაობას კეტავს მანქანა და მერე მაინც უკან ან გვერდით მოგყვება, რადგან ჩვენს წინ ეტყობა სხვა მანქანებმაც ამ გზას მიმართეს.   იქ, სადაც ჰგონიათ მხოლოდ სიგნალით შეიძლება გავაგებინოთ ერთმანეთს.   იქ, სადაც „მარშუტკა“ გადადის უკიდურეს პირველ ზოლში, რათა წამებშივე გააჩეროს მანქანა მესამე ზოლში.      ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო- იქ: ·             * მე ვთვლი, ყველამ ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ, რადგან დიდხანს უკან ყურებით ან მარჯვნივ-მარცხნივ თავის ტრიალით, ისევ ჩვე

შენ ხარ შენი თავის საუკეთესო მასწავლებელი!

Image
         ყველაზე დიდი ღირებულება, რაც თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს კომპანიას,   არის იყოთ თვით-სწავლებადი, რაშიც მოიაზრება: თქვენივე დრო, ფინანსები და ენერგია!       თუ გსურთ იყოთ საშუალოზე უკეთესი თანამშრომელი, მაშინ უნდა გააკეთოთ იმაზე მეტი ვიდრე გავალებენ! ისწავლო იმაზე მეტი, ვიდრე გასწავლიან და თავად შეძლო გადაჭრა მიმდინარე პრობლემები მაშინვე, სანამ ამაზე სხვები მიგითითებენ. იქამდე გაუშვა საკუთარი თავი იმ ტრენინგზე, ვიდრე ამას სხვა გააკეთებს თქვენი კომპეტენციებისამდი პრობლემის წარმოქმნისას.     თქვენ შეხვდებით უამრავ ადამიანს, რომლებიც თვლიან საჭიროდ რომ მხოლოდ თავიანთმა კომპანიებმა უნდა იზრუნონ მათ განვითარებაზე და მისცენ გაზრდის შესაძლებლობა. ალბათ, სადმე ამართლებს ეს დამოკიდებულება მაგრამ სულ უფრო მცირე შემთხვევები გხვდება ამის და იზრდება ტენდენცია იყო თვით-სწავლებადი / თვით-განვითარებადი!      სხვისგან დაუმსახურებელი შესაძლებლობის მიღებით, თქვენ ბევრ რამეში შეგზღუდავენ. მაშინ კი, როცა თქვენ გამოცდილების მიღებას უთმობთ თქვენსავე დროს, ფულს -ეს ბევრად მეტს ნიშნავს!

დატკბი ცხოვრების ყველა ეტაპზე!

Image
ზღვის ნაპირას ჩრდილში წამოწოლილ მეთევზეს მდიდარი ბიზნესმენი მიუახლოვდა. (ბიზნესმენი) -რატომ ისვენებ, არ გინდა მეტი თევზი დაიჭირო? (გლეხი)       - საკმარისი თევზი დავიჭირე! (ბიზნესმენი)   -მერე მეტი შეგიძლია დაიჭირო და მეტი გამოიმუშავო, უფრო დიდი ნავი იყიდო (გლეხი)   - შემდეგ? (ბიზნესმენი)  -  შემდეგ შეგიძლია დიდი გემი იყიდო  და კიდევ მეტი დაგრჩეს! (გლეხი)  -მერე? (ბიზნესმენი)  -მერე კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვიდი და გახდებოდი ჩემნაირი! (გლეხი)  -მერე? (ბიზნესმენი)  -მერე დატკბებოდი და დაისვენებდი! (გლეხი)     -შენი აზრით, ახლა რას ვაკეთებ?!

ფულით და ფულის გარეშე!

Image
როცა ფულის გარეშეა, მიირთმევს საჭმელს სახლში; როცა ფული აქვს, ზუსტად იმავე საჭმელს რესტორანში. როცა ფულის გარეშეა, ატარებს ველოსიპედს; როცა ფული აქვს ვარჯიშობს სახლის ველო ტრენაჟორზე. როცა ფულის გარეშეა, გასულია საკვების მოსაპოვებლად; როცა ფული აქვს, კალორიების დასაწვავად. როცა ფულის გარეშეა, იქცევა როგორც მდიდარი; როცა ფული აქვს, იქცევა როგორც ღარიბი; როცა ფულის გარეშეა, ნატრობს დაქორწინებას; როცა ფულიანია, ნატრობს განქორწინებას!