Posts

Showing posts from September, 2022

ფსიქოსომატიკის ტაბულა

Image
  ფსიქოსომატიკის ტაბულა ფსიქოსომატური - ნიშნავს გონებას (ფსიქიკა) და სხეულს (სომა).    ითვლება, რომ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. წლების განმავლობაში ვეძებდი ფსიქოსომატიკის ტაბულას და რადგანაც ვერ ვიპოვე ქართულ ენაზე - ავდექი და ვთარგმნე.   გიზიარებთ. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია დაავადების ძირითადი ფსიქოლოგიური მიზეზები. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ეს არ არის უნივერსალური ცხრილი და ის არ ჩაანაცვლებს ტრადიციულ მედიცინას, უბრალოდ ეს შეიძლება იყოს კარგი დამხმარე მეთოდი გონებისა და ფიზიკური სხეულის ჰარმონიისთვის.                   თუ ფსიქოსომატურად შევხედავთ სხეულის მოვლენებს:                                               #ფსიქოსომატიკისტაბულა ალკოჰოლიზმი - პრობლემებთან ვერ გამკლავება. რეალური ცხოვრებიდან თავის დაღწევის ფსიქოლოგიური სურვილი. ცხოვრების უხალისობა. საკუთარი თავის და რეალობის უარყოფა. ალერგია -   პროტესტი იმის მიმართ, რისი გამოხატვაც არ შეგიძლია. ვის ვერ იტან? საკუთარი ძალაუფლების, ენერგიის უარყოფა.