Posts

Showing posts from 2020

შეუდარებელი ცხოვრების საიდუმლო

Image
  წლებია ვფიქრობ, რომ ბავშვობის ერთ-ერთი პირველი მოგონებები რამდენი ადამიანისთვის შეიძლება იწყებოდეს სხვისი ქცევების შედარებით.   ბაღში: „შეხედე აბა, ის როგორ ჭამს“, „შეხედე აბა, ის შენსავით არ ტირის“ „შენი დაიკო ნახე როგორ მეცადინეობს“, „შენი ძმა მიჯერებს, შენ არა!“ „დედაშენი რა კარგად სწავლობდა, შენ არა! დღეს მინდა ჩვენ ცხოვრებას, ახალ (და არა სხვის) ხარისხში შევხედოთ. ჩემთვის, რომ გეკითხათ წლების წინ: -რას ნიშნავს ჩემთვის წარმატება? გეტყოდით: ვიყო უფრო ლამაზი, უფრო უკეთესი, უფრო ძლიერი, უფრო... დღეს, ისე როგორც არასდროს ვხვდები...უფრო?! რასთან ან ვისთან მიმართებაში?! მე ხომ ჩემს წარმატებებს, სხვისი მაგალითის საზომით ვზომავდი. მე, ხომ ჩემს წარმატებას სხვის წარმატებას ვადარებდი და დღეს ჩემთვის ჩემი ყველაზე დიდი წარმატებაა -ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით! ჩემი თავი მხოლოდ ჩემს გუშინდელ მე-ს შევადარო და სხვას აღარავის არასდროს! დღესაც შეიძლება აქტუალური იყოს „ინსტაგრამ“ ცხოვრება, სადაც მხოლოდ ლამაზ და ფერად ფოტოებს ვხედავთ, დღეს დღემდე შეიძლება განსაკუთრებით თინეიჯერს ეგონოს, რომ