Posts

Showing posts from 2016

ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით

Image
     დღეს, ჩემს მეგობართან ერთად ღონისძიებაზე  წავედი;  არ ვიცი, ალბათ როგორც ტრენერს, ჩვევად მაქვს არა მხოლოდ გამომსვლელზე არამედ აუდიტორიაზე, ადამიანებზე დაკვირვება.       ყოველი ტრენინგიდან, ხომ რაღაც გამოგვაქვს... დიდი ან პატარა ფიქრი და არა ნაკლები წვლილი მიუძღვის ამაში აუდიტორიას.      თქვენი ყურადღება ზუსტად ასეთ მომენტზე მინდა შევაჩერო;  ღონისძიების თემიდან სრულიად სხვა რამ ხდებოდა დარბაზში.    ერთ-ერთი მომხსენებლის გამოსვლისას, შევამჩნიე მონაწილე წამოდგა და მოემზადა ფოტოების გადასაღებად, სახეზე უამრავი ემოცია ეწერა;  მივხვდი, მისი ძალიან ახლობელი იყო, მისი უთუოდ დიდი  გულშემატკივარი.     საუბრისას, მართლაც ახსენა  მომხსენებელმა თავის მეუღლე და ყველაფერი ნათელი გახდა. ქალბატონს კიდევ უფრო დიდი სიამაყით აევსო თვალები და ფოტოების გადაღება გააგრძელა. იღებდა ფოტოებს და მერე რამდენს...მოუბეზრებლად, ენთუზიაზმით, ხან ადგა, ხან დაჯდა. რაც არ უნდა ეკეთებინა იყო შეტყობინება: „მე შენთან ვარ, მეამაყები!“ აი მაშინ დავფიქრდი,   აი ესაა სიყვარული ...მეგობრობა, გულშემატკივ

11 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ხართ Perfectionist

Image
1.       არ არსებობს სივრცე შეცდომებისთვის, როგორც კი  აღმოაჩენ დეტალსაც კი, ხარ პირველი ვინც იწყებს მის სასწრაფოდ გამოსწორებას 2.       გაქვს ძალიან სპეციფიური ხედვა, როგორ უნდა გაკეთდეს საქმე 3.       ყველაფერი ან არაფერი-ესაა შენი უპირობო მიდგომა 4.       შედეგი შენთვის ყველაფერია (რაც არ უნდა რთული ჩანდეს პროცესი) 5.      საკუთარი თავისადმი ყველაზე კრიტიკული ხარ. შენზე მეტად არავის შეუძლია შენი გაკრიტიკება 6.       დეპრესიაში შეიძლება ჩავარდე, თუ მიზანს ვერ მიაღწევ 7.       გაქვს უმაღლესი სტანდარტები 8.       წარმატება არასდროსაა შენთვის საკმარისი 9.       ელოდები სწორ დროს და მომენტს 10.   იჭერ შეცდომებს, რომელსაც შეიძლება სხვები საერთოდ ვერ ამჩნევდნენ 11.   უამრავ დროს ხარჯავ, რომ იდეალურთან ახლოს გახადო შესრულებული სამუშაო წყარო: http://personalexcellence.co/blog/perfectionism/ 

ყველაზე ორიგინალური საჩუქარი!

Image
             ბავშვობა ზრდასრულს!       რა უჩუქებიათ თქვენთვის ყველაზე ორიგინალური? აი ის, რომლის გახსენებაც სახეზე ღიმილს გგვრით და განწყობას გიმაღლებთ. აბა დაფიქრდით....დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, ვიმედოვნებ ბევრი მომენტი იპოვეთ თქვენი გონების  არქივში.    უსინათლო სინათლეს ნატრობს, ეტლზე მჯდომი სიარულს, უფრო მარტივად კი, ყველა შავგვრემანი ქერობაზე დაფიქრებულა და პირიქით,   სწორთმიანებს ტალღოვანი თმა ხიბლავთ, აი ბავშვების უმეტესობას რა სურს? დიდობა!  დიდები კი რას იხსენებენ ყველაზე ტკბილად? ისევ ბავშვობას! დღეს, ჩემმა მეგობარმა ზუსტად ბავშვობა მაჩუქა! ეს როგორ?!    ყველაფერი კინდერით დაიწყო!  გავხსენი და შიგნით რას არ წარმოვიდგენდი ცირკის ბილეთების გარდა, სახელწოდებით „გეპარდიების სამეფო“! როდის იყავით ბოლოს ბავშვურ სანახაობაზე?! მე მსგავსი რამ მახსენდება მინიმუმ 18 წლის წინ.     დღეს კი ავდიოდით კიბეებზე და მე თვითონ არ მჯეროდა! გარშემო უამრავი ბავშვი მერტყა, ფერად სამოსში, ღიმილიანი გუგებგაფართოებული თვალებით მშობლებთან ერთად! ერთი დიდი სიამოვნება იყო ამდენი

იყავი ბედნიერი ახლა!

Image
   რამდენი ჩვენგანი ელოდება ბედნიერებას მომავალ დროში?! რამდენი ჩვენგანის სამომავლო მიზანია ბედნიერება?!    ველით, როდის დავასრულებთ სკოლას და ჩავაბარებთ უნივერსიტეტში, შემდგომ როდის დავიწყებთ სამსახურს, როდის დაგვაწინაურებენ, რომ გამოჩნდება „ის“ და ვარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ ყოველივე საუკეთესოს გვიმზადებს ხვალინდელი დღე.   ხშირად გვიფიქრია, ბედნიერი ვიქნები ოღონდაც ეს პროექტი დამასრულებინა, სამსახური დამაწყებინა, მაყიდინა ჩემი ოცნების მანქანა, ამასრულებინა ოღონდაც ეს ნატვრა!     სამწუხაროდ, ჩვენი ეს ხედვა ცხოვრებისადმი შეიძლება ნაკლებად იყოს გამართლებული, რადგან ყოველთვის გვენდომება უფრო მეტი, ყოველთვის დავიწყებთ ისევ სხვაგან ბედნიერების ძიებას და ვერასდროს მივალთ ასე მასთან იმდენად ახლოს.    ვინც აბარებს უნივერსიტეტში, იწყებს ღელვას გამოცდებზე ან ნახევარგანაკვეთიან სამსახურზე; ვამთავრებთ უნივერსიტეტს და ვპოვლობთ სამსახურს, ვღელავთ შემცირებულ დროზე;   შეგვეძინება შვილი, იწყება უძილო ღამეები   და რა თქმა ფიქრი შვილის მომავალზე! ხომ შეიძლებოდა უკეთესად ყოფილიყო ყველაფერი?! უკეთე

ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი!

Image
მე ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვარ... ჩვენნაირ ადამიანებს აკვიატებული ფიქრები აწუხებთ, ჰგონიათ რომ რაიმეს შეცვლა შეუძლიათ თავის ყოფნით. სწორად ესაა, რომ თუ ჩვენ არჩევანის გაკეთება გვიწევს პირად კომფორტსა და საჯარო  საკეთილდღეო საქმიანობას შორის, მუდამ მეორეს ვირჩევთ. ჩვენთვის პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყანაა და ერთადერთი ადგილი სადაც ჩვენ პირველობისკენ ვილტვით ბრძოლის პირველი ხაზია.    ჩვენ შექმნილი ვართ ქვეყნის დასაცავად და მოქალაქეების სიმშვიდის სადარაჯოზე სამყოფად. მთავარია ჩვენ მისიით შთაგვბერო და ჩვენ თითოეულ ამოსუნთქვას მივუძღვნით, შევაკლავთ თავს ამ მისიის შესრულებას!   ყველა გენერალი ოდესღაც ჯარისკაცი იყო, მაგრამ ყველა ჯარისკაცი არაა გენერალი! ნამდვილ გენერალს შეუძლია ჯარისკაცის რესურსის სწორად გამოყენება და მასვე შეუძლია ღირსეული სიკვდილი აჩუქოს ჯარისკაცს...ან უთხრას, რომ...ჯარისკაცო დასრულდა ომი. მე ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვარ...

ამოტრიალებული რეალობა

Image
ჩამოფრენა თუ დაშვება?! დედამიწაზე თუ დედა   მიწაზე?! ზამთარში თბილისის, რუსთავის, სხვადასხვა ქალაქების ავტომაგისტრალებზე ძაღლებს და კატებს ტკბილად  „სძინავთ“ თბილ გზებზე. მე მათ ყოველდღე ვხედავ. გზებზე მათი ყოფნა ზოგჯერ 1 კვირაც გრძელდება. ყოველდღე ქუჩებში უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე „ნუმიზმატიკა“, განსაკუთრებით ჩართულები არიან ამაში სულ პატარა ბავშვები და ასაკოვნები. გაიცანით, 18 წლის ნინო. მისი პირველი სამსახური რესტორანში  „ჭამა უკვდავი ბიზნესია“-ში მუშაობაა. ნინო  სულ ამაზე ოცნებობდა მთელი ბავშვობა. სწორად ამიტომ დაანება მან უნივერსიტეტში სწავლას თავი და ისე უყვარს ნინოს თავის სამსახური ათენებს და აღამებს, ამიტომ უღიმის  კლიენტებს. გაიცანით, 34 წლის გიორგი. მისი არჩევანი მაღაზია „რთულია“-ში მუშაობაა. მისთვის ყოველი ახალი წელი ერთი ჩვეულებრივი დღეა, რადგან მისთვის ყოველი სამუშაო   დღე ერთი დიდი დღესასწაულია. ის 31 დეკემბერსაც რიგში მყოფ პირს უწყობს პროდუქციას და ატანს სახლში. თავისი  სახლი არ აქვს,  ხან  ნათესავთანაა, ხან ნაქირავებში, თავისუფლება ურჩ