Posts

Showing posts from January, 2017

სკოლის დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს თხოვა მისთვისაც გადაეპარსა თმა!

Image
გაიცანით, Tim Hadley, Pekin Community School-ის სკოლის დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს თხოვა მისთვისაც გადაეპარსა თმა. "თქვენ ალბათ, იცით რომ ჯეკსონმა თმა გადაიპარსა. ეს მისი ბაბუის, რიკის საპატივცემულოდ გააკეთა, რომელსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მე, ასევე გავიგე მის მიმართ ამ კლასში რამოდენიმე თქვენგანის დაცინვითი კომენტარი მისდამი, რომ ის ახლა სხვანაირად გამოიყურება. ჩემთვის ეს ორი რამის გამოა მიუღებელი! პირველ რიგში მე ვარ ჯექსონის ამ საქციელით ამაყი! შვილო, ეს ძალიან გაბედული, საოცარი ნაბიჯია ჯეკსონ! მეორეც... - ვინმე იცნობს ადამიანს ვისაც ოდესმე ჰქონია კიბო? (ყველა ხელს იწევს) -ასე, რომ ჩვენგან ვინმეს განსჯა ამ საქციელისთვის....არასწორია. ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ უკეთესად. ჩემი ჯექსონისადმი მხარდაჭერის მიზნით, მისი ბაბუა რიკისათვის, მე შევთავაზე მას ჩემთვის თმის გადაპარსვა აქ, დღეს. ასე, რომ ამას ახლავე გავაკეთებთ. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი. ჩვენი სკოლა არის ერთი ოჯახი. აი ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ ერთმანეთის მხარდასაჭერად. დავუდგეთ ერთმანეთ