ეძღვნება შენს ხსოვნას! (ძველი ჩანაწერი)
2014 წლის პერიოდის მერე , ყველაზე ძლიერად დღეს ვგრძნობ თავს და შევძელი , რომ ეს ძველი ნაწერიც გავუშვა . **** ისედაც ბევრი რამის თქმა დაგაკელი ... გეძღვნება ყველა თბილი სიტყვა დღეს მხოლოდ შენ ... 2014 წლის 23 აპრილი (40) 40 დღეა არ დაგირეკავს ! ჩემ ცხოვრებაში ეს პირველი 40 უწყვეტი დღეა შენი ხმის გაგონების გარეშე . შენ არ იცი , მე რამდენჯერ ავიღე ყურმილი შენთვის დასარეკად ! არა , იმიტომ , რომ ცუდი მეხსიერება მაქვს , არამედ ჩემი გონების არცერთ უჯრედს , სხეულის არცერთ მოლეკულას ამის დაჯერება არ სურს და არც შეუძლია . იცი ? ჩემი ბავშვობის პირველ მოგონებას შენით ვიწყებ ! იცი ? შენი რჩევა მახსოვს სულ პირველი ! იცი ... შენ მასწავლე დაწყებული არითმეტიკიდან , გაგრძელებული ადამიანებ