Posts

Showing posts from July, 2017

ეძღვნება შენს ხსოვნას! (ძველი ჩანაწერი)

Image
2014 წლის პერიოდის მერე , ყველაზე ძლიერად დღეს ვგრძნობ თავს და შევძელი , რომ ეს   ძველი   ნაწერიც გავუშვა .                                                                                   ****                                             ისედაც ბევრი რამის თქმა დაგაკელი ...                                 გეძღვნება ყველა თბილი სიტყვა დღეს მხოლოდ შენ ...                                                               2014 წლის 23 აპრილი     (40)  40 დღეა არ დაგირეკავს ! ჩემ ცხოვრებაში ეს პირველი 40 უწყვეტი დღეა შენი ხმის გაგონების გარეშე .  შენ არ იცი , მე რამდენჯერ ავიღე ყურმილი შენთვის დასარეკად ! არა , იმიტომ , რომ ცუდი მეხსიერება მაქვს , არამედ ჩემი გონების არცერთ უჯრედს , სხეულის არცერთ მოლეკულას ამის დაჯერება არ სურს და არც შეუძლია . იცი ? ჩემი ბავშვობის პირველ მოგონებას შენით ვიწყებ ! იცი ? შენი რჩევა მახსოვს სულ პირველი ! იცი ... შენ მასწავლე დაწყებული   არითმეტიკიდან ,  გაგრძელებული ადამიანებ