Posts

Showing posts from April, 2015

რა ფერია თავისუფლება?

Image
                                 თავისუფლება...ჩემთვის მწვანეა,  ოღონდ როცა გსურს შენობის და როცა გსურს ბუნების ფერი.   ჩემი აზრით თავისუფალი ხარ, როცა: შენ აკეთებ არჩევანს დასვენებასა და სამსახურს შორის. შენ ირჩევ რისი გაკეთება გსურს და რა გამოგდის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო 24 საათი, მაგრამ მთავარია   შენ გადაწყვიტე ასე! შენ წყვეტ როდის შექმნა ოჯახი, ვისთან ერთად, როდის და როგორ გაზარდო შვილი და არ მოექცე სხვისი ინტერესის, სტერეოტიპების, შეხედულებების ქვეშ!   შენ წყვეტ როგორ გაატარო შენი ცხოვრება და ის სხვისი გამოფენა-გაყიდვის საგანს არ წარმოადგენს.       არაა თავისუფლება    შენი ძაღლი შეახტეს უცხოს და იქით იბღვირო: „ვაიმე რამ შეგაშინათ, არაფერს დაგიშავებთ“ ან მოასაქმებინო სადაც გინდა, ისე რომ ამაყად გეჭიროს თავი.     მანქანა „დააპარკირო“ იქ სადაც შენ მიიჩნევ საჭიროდ. დაარღვიო კანონები შენი „ VIP” -ობის გამო.   გადაჭრა გზა სადაც გინდა,  ხელების ქნევით, თითქოს შენს წინაშე ყველა ვალშია.  მოემსახურო სხვას, ისე თითქოს მეფეობიდან ან დედოფლობიდან გუშინ ჩამოგაქვეი

ჩემი ბრალია!

Image
    ადამიანები დიდ დროს ვხარჯავთ გარემო-პირობების დადანაშაულებაზე; არანაკლებ ენერგიას ვფლანგავთ ახსნა-განმარტებებზე, თუ რამ შეგვიშალა ხელი  -წარმატების მიღწევაში; მაგრამ ძალიან ცოტა რესურს ვიყენებთ თვით-განვითარებისათვის;    ჩვენ, როდესაც ვადანაშაულებთ სხვებს და ვამართლებთ საკუთარ თავს, ეს გვართმევს წინსვლის შესაძლებლობას.   მე მაშინ შევწყვიტე სიცოცხლე და დავიწყე ცხოვრება, როდესაც ვთქვი: ჩემი ბრალია და ამ დღიდან გამიჩნდა რწმენა, რადგან ჩემი ბრალია-ესეიგი მე შემიძლია შევცვალო, გავაუმჯობესო, მე ვიმოქმედო! ეს ის პირველი პირობაა, რომელმაც მაპოვნინა სამსახურები ყველანაირი ნაცნობობის გარეშე, შემაძლებინა დამეწყო რამდენჯერმე ისევ 0-იდან; წამოვმდგარიყავი, მაშინ როცა მტკიოდა.   ალბათ, იყო პერიოდი როცა მეგონა ჩემს მაგივრად ვინმეს უნდა ესწავლა, ეპოვა სამსახური, გავეშვი სამოგზაუროდ, მუდამ დამხმარებოდა! არაფერი გამოვიდა, ვერავინ გააკეთებს რაიმეს ჩემს ნაცვლად, სანამ მე არ დავიწყებ მოქმედებას!    ალბათ, იქნება პერიოდი როცა ძალიან რთული იქნება თქვა „ჩემი ბრალია“, როცა ეს ადამიანებთან ურთიერ

მე, რომ მცოდნოდა

Image
ქუჩაში მივდიოდით, ბებიის სახლს ჩავუარეთ. -ამ კორპუსში ბებიაჩემი ცხოვრობს; -ადი მერე, ნახე! -ვაგვიანებთ -ახლა თუ არ ახვალ, ინანებ. მე, რომ ბებია მყავდეს...  მხრები ავიჩეჩე და გზა გავაგრძელეთ სამსახურისკენ. ***     398 დღე ჩემი ყველაზე ყურადღებიანი და უდიდესი გულშემატკივრის გარეშე. მე, რომ მცოდნოდა: თურმე ყველაფერი მოიცდიდა შენი ნახვის გარდა! მე, რომ მცოდნოდა, რომ თურმე არაფერი მცოდნია, ჩემი ცხოვრების პრიორიტეტების შესახებ. *** მე მაქვს 100-ზე მეტი „ Selfie “ გადაღებული სხვებთან ერთად, არცერთი შენთან! დაგყავდი ყველგან ბავშვობაში, მე „დიდობაში“ სხვებთან ერთად დავდიოდი. შენ მე ბავშვობაში ასჯერ მიმეორებდი, ასჯერ მიხსნიდი და მე შენს მეორე კითხვაზე -ხომ მკითხე?!-ს გპასუხობდი. ერთხელ მითხარი: „მაპატიე, რომ ამდენ კითხვას გისვამ, უბრალოდ მე შენს შესახებ ყველაფერი მაინტერესებს“- მე რომ მცოდნოდა, შენს შემდეგ ასე ჩემით აღარავინ დაინტერესდებოდა... 16 წლამდე ტელეფონის აღებას ვერავინ მასწრებდა. 16 წლიდან თურმე მხოლოდ იმიტომ ვპასუხობდი, რომ შენი ნომერი იწერებოდა. 3

მეტი სიმართლე!

Image
            ცხოვრებაში 2 მთავარი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ  ზუსტად თქვენ და არავის სხვას, თქვენს ნაცვლად. #1 თქვენი პროფესია (კარიერა)= ვინ გსურს იყო?! #2 თქვენი მეორე ნახევარი =ვისთან გსურს იყო?!   ალბათ, საკითხავია ეს მიმდევრობა შემთხვევითია თუ სპეციალურად ავარჩიე?! შემთხვევით, არაფერი ხდება ცხოვრებაში და არც ეს წყობაა გამონაკლისი.        საზოგადოების ნაწილს, ადამიანის #1 და ზოგჯერ სრულ დანიშნულებად- გამრავლება, მეორე ნახევარი მიაჩნია; მე იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომელიც თვით-რეალიზებას უმაღლეს საფეხურად მიიჩნევს და მის შემადგენელ ნაწილად-მისი შთამომავლობის გაგრძელებას. ამბობენ, ჯერ შენ უნდა შედგე პიროვნებად, რომ გაზარდო შენგან შობილი დიდი ადამიანი.   შენი სამსახურიდან მოდის შენი მიტანილი განწყობა სახლში, საკვებზე მეტად რომელიც კვებავს შენს გარშემო ადამიანებს.  მწარეა თუ ტკბილი თქვენი ნუგბარი?! რითია სავსე თქვენი დღის ემოცია?!  იქნებ ლანგარზე ოთხი კედელი დევს?!   ჩვენ გვეკითხებიან: „რამდენი გვაქვს ხელფასი?!“,  გვიზომავენ საქმის მნიშვნელობას ხელფასით, მაგრამ